Geo Investment

ბინადრობის უფლება

about

ბინადრობის უფლება

1. შეუძლია თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ბინის შეძენა?
- უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქვს უფლება შეიძინოს და ფლობდეს უძრავ ქონებას საქართველოში. აღნიშნული უფლება რეგულირდება კანონმდებლობით. 


2. რა პროცედურებია საჭირო უცხოეთის მოქალაქისთვის საქართველოში ბინის შესაძენად?
- ბინის შერჩევის შემდეგ, ბინის მყიდველი ჩვენი გაყიდვების დეპარტამენტს აწვდის მის პირად ინფორმაციას (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, ელ-ფოსტა და პასპორტის დასკანირებული ასლი). 
- გაყიდვების დეპარტამენტი ამზადებს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებას და უგზავნის კლიენტს.
- გამყიდველის და მყიდველის მიერ ხდება საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაცია.
- ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება გამყიდველს და მყიდველს შორის. 
- ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრში.


3. რომელ ენაზე ფორმდება ხელშეკრულება?
- ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება 2 ენაზე - ქართულად და მისთვის სასურველ ენაზე. 


4. რა გადასახადებს იხდის უცხოეთის მოქალაქე უძრავი ქონების შეძენის შემდეგ?
- ბინის შეძენის შემდეგ, უცხოეთის მოქალაქე ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს მხოლოდ კომუნალური გადასახადები


5. თავისუფლდება თუ არა უცხოეთის მოქალაქე ვიზისგან თუ ის ფლობს უძრავ ქონებას საქართველოში?
უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც ესაჭიროებათ ვიზა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელად/გადასაადგილებლად, არ თავისუფლდებიან ვიზისგან, თუ ისინი ფლობენ უძრავ ქონებას საქართველოში.


6. შეუძლია თუ არა უცხოეთის მოქალაქეს უძრავი კონების კრედიტით შეძენა?
უცხოეთის მოქალაქეებს საშუალება აქვთ შეიძინონ უძრავი ქონება 10 წლიანი კრედიტით, პირველადი შენატანი ინდივიდუალურია სხვა და სხვა ბანკის შემთხვევაში. პირველადი 30% -ის შეტანის შემთვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ მოეთხოვება შემოსავლების დადასტურება


7. აქვთ თუ არა უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში შეძენილი უძრავი ქონების გასხვისების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება?
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეს აქვს უფლება გაასხვისოს ან მემკვიდრეობით გადასცეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. 

Georgian Investment

გაქვთ შეკთხვა? ან გჭირდებათ დახმარება?

დაგვიკავშირდით